ვიდეო
"რომელი? კომპოზიტორი რომ არის?" - ბექა ყანჩელი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას "მაჟორიტარის ანგარიში"


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობას, თავად მოსახლეობა აფასებს.

რას პირდებოდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს, რა შეასრულეს და რა პრობლემები რჩება დღემდე მოსახლეობას?


"ქუთაისიპოსტი" ყველა მაჟორიტარის საქმიანობის შეჯამებას კვირაში ერთხელ გთავაზობთ.

რუბრიკის ფარგლებში, მათივე მაჟორიტარის სამწლიანი მუშაობის შედეგებზე, ავტომშენებლის  ოლქის მცხოვრებლები საუბრობენ.

ავტომშენებლის მოსახლეობის გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ მათი უბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ყანჩელი ბოლოს არჩევნებზე ნახეს.  ნაწილი კი დეპუტატს საერთოდ არ იცნობს.

ადგილობრივთა თქმით, წლებია  უამრავი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი, თუმცა, მათთან არამხოლოდ უბნის მაჟორიტარი, არამედ, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არჩევნების შემდეგ არ მისულა.


თავად ბექა ყანჩელმა დროის უქონლობის გამო ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხა. 



რუბრიკის სხვა სტუმრები:


"არჩევნების მერე არ გამოჩენილა" - ირმა პეტრიაშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარში" (ვიდეო)

"არავის არაფერს დავპირებივარ" - ზაზა ლომინაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"თვალით არ გვინახავს" - ლელა ქელბაქიანი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)


"უხელფასობის ფონზე, კარგად გავართვი თავი"-ნატო ქათამაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"რომ არ მოდის, იმიტომ არ ვიცნობთ" - კახი დვალიშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"მაჟორიტარის ანგარიში" - ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას იწყებს (ვიდეო)
Print