ვიდეო
"გააძვირონ და ხალხი შეჭამონ" - ქუთაისელები გაზის ტარიფის მომატებაზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში გაზის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, მოსახლეობას ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა ძველი ტარიფითაც უჭირდა.



მიმდინარე წლის 20 ივლისიდან იმერეთში 133 600 აბონენტი მოხმარებულ ბუნებრივ აირს გაზრდილი საფასურით გადაიხდის.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, რეგიონებში გაზის ტარიფი 2 თეთრამდე გაიზარდა.

"იმერეთში სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში ტარიფი 56. 94 იქნება, ხოლო "საქორგაზის" აბონენტები 57.01 თეთრს გადაიხდიან", - განაცხადეს სემეკში ქუთაისიპოსტთან საუბარში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი ტარიფები გაზის მიმწოდებელი კომპანიების მოთხოვნის შესაბამისად დადგინდა.

იმერეთის რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ცვლილება არ შეხებია, საჩხერეა. "საჩხერე გაზის" 16 000 აბონენტი ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურს ძველი ტარიფით გადაიხდის. სემეკში ამბობენ, რომ ამ კომპანიას მათთვის ფასის ცვლილების მოთხოვნით არ მიუმართავს.


Print