ვიდეო
17 წლის ქუთაისელი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს (ვიდეო)
FaceBook

20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა.


ამ დღის აღნიშვნა 1966 წლიდან მთელს მსოფლიოში საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის "ფიდე"-ს დადგენილებით ხდება.

სპორტის ეს სახეობა პოპულარულია საქართველოში, მათ შორის ქუთაისშიც.
მაია ჩიბურდანიძის სახელობის ქუთაისის საჭადრაკო სკოლაში, რომელიც 1984 წელს დაფუძნდა, ჭადრაკს ამ დროისათვის 230 მოსწავლე ეუფლება.

"7-დან 20 წლის ჩათვლით ასაკობრივი ჩემპიონატები ტარდება და თითეულში გვყავს ჩემპიონები", - ამბობს ამავე სკოლის დირექტორი, ნუკრი მანაგაძე.

მიმდინარე წლის მაისში კი ბათუმში ჭადრაკში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში იმერეთიდან 19-მა მოჭადრაკემ იასპარეზა და ოთხი მათგანი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რითაც ავტომატურად მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზური.

მათ შორისაა ქუთაისელი ნინო ჯალაღონია.

ჭადრაკის გარდა, ნინო სკოლაშიც წარმატებული მოსწავლეა. ის ოქროს მედალოსანიცაა და აგრეთვე, პროექტ ეტალონის გამარჯვებული. მან 49 წამში 100–დან 100 ქულა აიღო და ეტალონი სპორტსმენის ტიტული მოიპოვა.

 

Print