ვიდეო
"არჩევნების მერე არ გამოჩენილა" - ირმა პეტრიაშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარში" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას "მაჟორიტარის ანგარიში"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობას, თავად მოსახლეობა აფასებს.

რას პირდებოდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს, რა შეასრულეს და რა პრობლემები რჩება დღემდე მოსახლეობას?

"ქუთაისიპოსტი" ყველა მაჟორიტარის საქმიანობის შეჯამებას კვირაში ერთხელ გთავაზობთ.

რუბრიკის ფარგლებში, მათივე მაჟორიტარის სამწლიანი მუშაობის შედეგებზე, ნიკეას ოლქის მცხოვრებლები საუბრობენ.

მათი ნაწილი ირმა პეტრიაშვილს არ იცნობს და მისი მუშაობით უკმაყოფილოა. ნაწილი კი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე მას საკმარისი ბერკეტები, რათა მოსახლეობის პრობლემები მოაგვაროს, არ აქვს.



თავად ირმა პეტრიაშვილი ქუთაისის საკრებულოში მის სამწლიან საქმიანობას კონკრეტული შედეგებით აფასებს და ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში მის სამაჟორიტარო ოლქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

იგი, ქუთაისიპოსტის რუბრიკის "მაჟორიტარის ანგარიში" ჯერჯერობით ერთადერთი სტუმარია, რომელმაც ღიად გამოთქვა სურვილი, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ მისი ოლქის მაჟორიტარობისთვის იბრძოლოს.





რუბრიკის სხვა სტუმრები:


"არავის არაფერს დავპირებივარ" - ზაზა ლომინაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"თვალით არ გვინახავს" - ლელა ქელბაქიანი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)


"უხელფასობის ფონზე, კარგად გავართვი თავი"-ნატო ქათამაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)


"რომ არ მოდის, იმიტომ არ ვიცნობთ" - კახი დვალიშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"მაჟორიტარის ანგარიში" - ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას იწყებს (ვიდეო)


Print