ვიდეო
"ბავშვები, რომლებსაც ეზო არ გააჩნიათ" - რუბრიკაში "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას".

რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე, სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს 2-2 წუთი თავიანთი პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად დაეთმობა.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე განთავსდება, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოხდება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

რუბრიკის შემდეგი სტუმარია ქუთაისში რუსთაველის #95-ში მცხოვრები, გულნარა კილაძე, რომელიც მისი კორპუსის წინ ოთხსართულიანი მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. მისი თქმით, ზემოთ აღნიშნული ობიექტის აშენების შემთხვევაში ბავშვებს სათამაშო სივრცე აღარ დარჩებათ.



რუსთაველის #95-ში, სადაც ორი თვის წინ ნახევარსაუკუნოვანი ნაძვი მოჭრეს, 4 სართულიანი შენობის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. შპს "ალფა +"-ს, რომელსაც ეს ტერიტორია ეკუთვნის, ადგილიდან მოჭრილი ნაძვიც არ გაუტანია.

გარდა ამისა, უყურადღებოდ მიტოვებული მშენებლობის ადგილი საპირფარეშოდ და ნაგავსაყრელად არის გადაქცეული.

შპს "ალფა +"-ის ხელმძღვანელს, მამუკა ორმოცაძეს ამ თემაზე საუბარი არ სურს.

რუსთაველის #95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთი ნაწილი, შპს "ალფა +"-ს ქუთაისის მერიამ 2015 წელს, 50 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით, მორიგების შედეგად გადასცა.
Print