ვიდეო
"წართმეული ჰაერი" - რუბრიკაში "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას".
რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე,  სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს 2-2 წუთი თავიანთი პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად დაეთმობა.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე განთავსდება, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოხდება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

რუბრიკის შემდეგი სტუმარია ქუთაისში რუსთაველის N95-ში მცხოვრები, ლალი ბაქრაძე, რომელიც მისი კორპუსის წინ 4 სართულიანი მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას აპროტესტებს და ამბობს, რომ კორპუსის მცხოვრებლებს საარსებო სივრცე აღარ რჩებათ.



რუსთაველის N95-ში, სადაც ორი თვის წინ ნახევარსაუკუნოვანი ნაძვი მოჭრეს, 4 სართულიანი შენობის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. შპს "ალფა +"-ს, რომელსაც ეს ტერიტორია ეკუთვნის, ადგილიდან მოჭრილი ნაძვიც არ გაუტანია.

გარდა ამისა, უყურადღებოდ მიტოვებული მშენებლობის ადგილი საპირფარეშოდ და ნაგავსაყრელად არის გადაქცეული. 

შპს "ალფა +"-ის ხელმძღვანელს, მამუკა ორმოცაძეს ამ თემაზე საუბარი არ სურს.

რუსთაველის #95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთი ნაწილი, შპს "ალფა +"-ს ქუთაისის მერიამ 2015 წელს, 50 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით, მორიგების შედეგად გადასცა.
Print