ვიდეო
"დავიწვა თავი" ? - აფხაზეთიდან დევნილი მინიჭებულ ქულებს აპროტესტებს (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, გურამ კაკულია დევნილთა სამინისტროს ქულების უსამართლოდ მინიჭებაში ადანაშაულებს.


ბინის მისაღებად მისი სარეიტინგო ქულა შვიდნახევარს შეადგენდა. დაახლოებით ერთი თვის წინ მას ოთხნახევარი ქულა ჩამოუვიდა.

გურამ კაკულიასა და მისი ძმა სოციალურად დაუცველებიც არიან და შემწეობის თანხა 108 ლარს შეადგეს. მის ძმის შშმ პირის პენსია კი 100 ლარია. ის და მისი ძმა თვიდან თვემდე 208 ლარით ირჩენენ თავს.

ის სასტუმრო "თბილისში" მე-5 წელია ცხოვრობს. მანამდე ის ქირით ცხოვრობდა.



დევნილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ქულები მონიტორინგის ჯგუფის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ დადგინდება.

დევნილთა და განსახლების სამინიტროს ქუთაისის შტაბში განმარტავენ, რომ გურამ კაკულიას არ აქვს წარმოდგენილი ის დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტულ კრიტერიუმებში მას ქულებს მიანიჭებს.

"ეს ხალხი კრიტერიუმების შესაბამისად თუ საჭირო ქულებს დააგროვებს, ახალ მშენებარე კორპუსებში გათვალისწინებული იქნებიან", - ამბობს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, გიორგი სანთელაძე.

მისივე თქმით, სასტუმრო "თბილისიდან" დევნილების ერთიანი გაყვანა არ იგეგმება, რადგან შენობაზე ექსპერტიზის დასკვნა არაა იმის შესახებ, რომ ის ნგრევადია.
Print