ვიდეო
გადავადებული საგადასახადო პოლიტიკა (ვიდეო)
FaceBook
საქართველოში  ადგილობრივი თუ უცხოელი  ინვესტორებისთვის და  მეწარმეებისთვის, შესაძლოა გადასახადების ზედა ზღვარი გაიზარდოს ან არსებულს ახალი დაემატოს. თუმცა, ამ გადაწყეტილების მიღება რეფერენდუმის  გზით უნდა მოხდეს.    
ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლს 2010 წელს დაემატა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელმაც მუშაობა უკვე დაასრულა, აღნიშნული მუხლი უცვლელად დატოვა.

ქუთაისში მეწარმეებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად, საკითხზე საუბარი უჭირთ.
მოსახლეობის აზრით კი, ხელისუფლება ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.



კონსტიტუციის 94-ე მუხლის უცვლელად დატოვებას ემხრობიან "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის წარმომადგენლობაში.
ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ ჩანაწერის ამოღება ადგილობრივი და უცხოელი ინვერსტორებისთვის გარკვეულ რისკებს გაზრდის, რაც მათ ინვესტიციების განხორცილებისგან თავის შეკავების საფუძველს მისცემს.

ექსპერტთა ნაწილი კონსტიტუციიდან 94-ე მუხლიდან ამ ჩანაწერის საერთოდ ამოღებას და არა გადავადებას ემხრობა, რადგან მიაჩნიათ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ეს პრიორიტეტი არაა. მთავრობას კი საჭიროების შემთხვევაში ლავირების საშუალება უნდა ჰქოდეს.



ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის რისკების ზრდაზე საუბარს გადაჭარბებულს უწოდებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

რომან კაკულია ამბობს, რომ ამ ეტაპზე 94-ე მუხლის რედაქცია არ შეიცვლება, თუმცა, შესაძლოა, გარდამავალ დებულებაში მიეთოთოს ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც საბოლოო შედეგის მიღწევის ბერკეტი ხელისუფლებას დარჩება.



საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიმდინრე წლის 23 ივნისს მიიღო. მას მხარი 115-მა პალამენტარმა დაუჭირა, რომელთაგან 114 "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო.

საბოლოო, მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.
Print