ვიდეო
დიდი კინო ღია ცის ქვეშ - ქუთაისის ზაფხულის კინოტრადიცია (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ზაფხულის კინოჩვენებები 2011 წლიდან  იმართება.
კინო, ღია ცის ქვეშ მონ-პლაზირის, ოქროს ჩარდახის თუ სხვა ადგილებში დემონსტრირდება. აღნიშნული პროექტი კინომცოდნე თამთა თურმანიძეს ეკუთვნის.

კინოჩვენებები ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართავება. ჩვენებებზე წარმოდგენილი იყო ფედერიკო ფელინის, ჩარლი ჩაპლინის ფილმების რეტროსპექტივა, ასევე, ევროპული და ქართული კინოშედევრები.

ზაფხულის კინომ ნაწილობრივ ამოავსო როგორც კომერციული, ისე მუნიციპალური კინოთეატრების არარსებობით შექმნილი სიცარიელე ქუთაისში და "სხვა" კინოს ყურების ტრადიციაც დაამკვიდრა.

ზაფხულის კინოჩვენებები წელსაც იგეგმება.


Print