ვიდეო
"რატომ უნდა აგვყარონ გარემოვაჭრეები, სხვა სამსახური შემოგვთავაზეს?" - "ჩემი ხმა ადგილობრივ თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას".

რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს 2-2 წუთი თავიანთი პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად მიეცემა.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე განთავსდება, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოხდება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

რუბრიკის შემდეგი სტუმარია ქუთაისში მცხოვრები, რომან ყურაშვილი.

გარევაჭრობა ყურაშვილების ოჯახისთვის უკვე წლებია თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. მისი ოჯახის სამივე წევრი ამ საქმიანობითაა დაკავებული. რომან ყურაშვილი გვიყვება, რომ ის ექვსი თვის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ბაზარში მუშაობდა. თუმცა, მისივე თქმით, იქ 3 000 ლარის ვალი დაედო, რადგან პროდუქცია ვერ გაიყიდა, ამიტომაც გადაწყვიტა თავისი პროდუქცია  ბაზრის გარეთ გაეყიდა.  

Print