ვიდეო
ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი - ქუთაისელების არჩევანი (ვიდეოგამოკითხვა)
ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი - რა არჩევანს აკეთებენ ქუთაისელები? ამის შესახებ ქუთაისიპოსტმა გამოკითხვა ჩაატარა.

ქუთაისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 30 ადამიანიდან, უმრავლესობა ევროპას ირჩევს, ხოლო 9 ადამიანი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა.
ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირზე უარს გამოკითხულთაგან მხოლოდ 2 ადამიანი ამბობს.
ქუთაისელების შეფასებები და მათი არჩევანი - ნახეთ ვიდეოგამოკითხვაში: 




არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 68%-სთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მისაღებია, ხოლო 31% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.
Print