ვიდეო
ქუთაისელი მძღოლები მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემაზე - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
2017 წლის 1 ივლისიდან "საგზაო მოძრაობის" შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედდება, რომლის მიხედვით მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ლიმიტირებული, 100 ქულიანი სისტემა ინერგება.

როგორია ქუთაისელი მძღოლების აზრი ამ ცვლილებების შესახებ, ნახეთ ქუთაისიპოსტის გამოკითხვა:



შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე განსაზღვრა, თუ რამდენი ქულით დაჯარიმდებიან მძღოლები მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კონკრეტული დარღვევისთვის.

კალენდარული წლის განმავლობაში, 100 ქულიანი ლიმიტის ამოწურის შემთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობის აღება თავიდან მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში ქულების რაოდენობა ორჯერ განულდება, სამართალდამრღვევს უფლება აღარ ექნება გავიდეს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე 12 თვის განმავლობაში.

ფოტო ან ვიდეო ფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე, ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.





Print