ვიდეო
ხატვა თავისუფლებაა - ქრისტინე რობაქიძის ალტერნატიული სივრცე (ვიდეო)
FaceBook
"ბავშვები ჩემს სტუდიაში ხატვას სწავლობენ, მაგრამ მეც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან", -აღნიშნავს მხატვარი ქრისტინე რობაქიძე.

სამხატვრო სტუდია ქრისტინემ ორი წლის წინ დააფუძნა. მასში ყველა ასაკის ბავშვს, ასევე შედარებით უფროსებსაც შეუძლიათ სწავლა.

ბავშვები სახვითი ხელოვნების ყველა ძირითად ჟანრსა და მიმართულებაში მუშაობენ. თუმცა, ხატვასთან ერთად ღირებულებებსაც იღებენ.

"აუცილებელი არაა ყველა მხატვარი გამოვიდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კარგი ადამიანი გამოვა", - აღნიშნავს მხატვარი ქრისტინე რობაქიძე.


Print