ვიდეო
ქუთაისელი საჯარო მოხელეები მონარქიის აღდგენაზე - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს პატრიარქის ინიციატივას მონარქიის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, ქუთაისში საჯარო მოხელეების ნაწილი არ ეთანხმება. მათი აზრით, ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, საჯარო მოხელეების ნაწილს მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მონარქია აღდგება.

რას ფიქრობენ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ნახეთ ქუთაისიპოსტის გამოკითხვა:



საქართველოს კათალოკოს პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის 18 ივნისის საკვირაო ქადაგებაში მონარქიული წყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პატრიარქის აზრით, "კონსტიტუციური მონარქია სიმშვიდეს მოუტანს ქვეყანას".

"საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი," – განაცხადა ილია მეორემ 18 ივნისს.

ქუთაისიპოსტმა პატრიარქის ამ ინიციატივის შესახებ მოქალაქეებიც გამოკითხა. ადაგილობრივების შეხედულება მონარქიის აღდგენაზე არაერთგვაროვანია.


ამავე თემაზე:

ქუთაისელები მონარქიის აღდგენაზე - გამოკითხვა (ვიდეო)


Print