ვიდეო
19 ივნისი - მამების საერთაშორისო დღე (ვიდეო)
FaceBook
19 ივნისი მამის საერთაშორისო დღეა. დღესასწაული, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში  აღინიშნება. მათ შორის საქართველოშიც. ქუთაისიპოსტი შეეცადა გაერკვია რამდენად არიან ჩართული  მამები შვილების აღზრდაში. 




საქართველოში პირველად  მამების დღე 2016 წელს აღნიშნეს, რომლის ინიციატივა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ქართულ ოფისსა და ორგანიზაცია We Care -ს ეკუთვნის.


მამების დღესთან დაკავშირებით  19 ივნისს, 19 საათზე, მზიურის სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომლის ფარგლებში შედგება ჯგუფი "არას" ახალი სიმღერის "მამის იავნანა" პრემიერა. ეს სიმღერა საგანგებოდ ამ დღისთვის შეიქმნა და "ბასტი-ბუბუს" სტუდიის მოსწავლეებთან ერთად შესრულდება.

კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. 

პირველად ეს თარიღი აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში აღნიშნეს. მისი ინციატორი სონორა სმარტ დოდი იყო არკანზასის შტატიდან, რომელიც სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის შეკრებაზე, მამის — უილიამ სმარტის პატივსაცემად გამოცხადდა. უილიამ სმარტს მეუღლე მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ გარდაეცვალა და ექვსი შვილი მარტომ გაზარდა.
Print
თეგები: #მამების დღე