ვიდეო
მწყობრიდან გამოსული საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში 4 საზოგადოებრივი საპირფარეშოებიდან, რომლებიც 2012 წელს აშენდა, ამჟამად მხოლოდ 2 მოქმედებს. მათ მშენებლობაზე 291 627ლარი დაიხარჯა.
უყურდღებობის გამო განადგურებულია წითელი ხიდის ტერიტორიაზე და ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული ტუალეტები, ხოლო ავტომშენებლის ქუჩაზე და ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მოქმედი საპირფარეშოები სარემონტო სამუშაოებს საჭიროებენ.

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტუალეტებში ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



ქუთაისში 4 საზოგადოებრივი ტუალეტი, ყოფილი ხელისუფლების დაკვეთით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ააშენა. სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში (SPA120001346) გამარჯვებულმა შპს „თელამ“ შეასრულა.

2012 წლიდან 2015 წლამდე, საზოგადოებრივი ტუალეტები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში მათი ქალაქისთვის გადმოცემის პროცედურები მიმდინარეობდა.

ოთხივე საზოგადოებრივი საპირფარეშო ქუთაისის მერიამ, დაკანონების შემდეგ, მის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ ეტაპობრივად გადასცა. მათზე მეთვალყურეობა სწორედ ამ უწყებას ევალება.

„სპეციალურ სევისებში“ განმარტეს, რომ ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული ტუალეტის შენობას დაანგრევენ და მის ნაცვლად ახალი ნაგებობა აშენდება, დანარჩენი საპირფარეშოების სარემონტო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, მომავალ წელს მოხდება.

Print