ვიდეო
კოსტუმების მოდელიორი - 20 წელი მესხიშვილის თეატრში (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას "უჩინარი პროფესიები", რომლის მიზანია არაპოპულარული, თუმცა ძალიან საჭირო პროფესიების წინ წამოწევა, მათ როლზე მნიშვნელობის ხაზგასმა და პოპულარიზაცია.

რუბრიკის ფარგლებში მასალა მომზადდება თვეში ერთხელ.

"უჩინარი პროფესიების" მეორე სტუმარია ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მთავარი მოდელიორი მარინე გაჩეჩილაძე.
ის 20 წელია თეატში მუშაობს და უკვე 80 მდე სპექტაკლისთვის შექმნა კოსტუმები.

პროფესიით ტანსაცმლის მხატვარ-მოდელიორია. მესხიშვილის თეატრში ყოველდღე დილის 07:00-საღამოს 19:00 სათამდე მუშაობს. ამბობს, რომ მისი პროფესია დიდ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს.

მარინე გაჩეჩილაძის თქმით, თეატრის მისთვის მეორე სახლია. ამბობს, რომ მაყურებლისგან დიდ სითბოს გრძნობს და მის შექმნილ კოსტუმებს არაერთხელ დაუმსახურებია მოწონება.


ამავე თემაზე :

27 წლის ასაკში არჩეული პროფესია (ვიდეო)

მებაღე, რომელიც 44 წელია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს (ვიდეო)
Print