ვიდეო
"არც ჩვენ გვიხარია ქუჩაში ვაჭრობა " - "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე სადისკუსიო შეხვედრებს.
რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს 2-2 წუთი თავიანთი პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად მიეცემა. 

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე განთავსდება, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოხდება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

რუბრიკის მორიგი სტუმარია ქუთაისში მცხოვრები, ნელი კუჭავა.

ის წლებია ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრობაზე მუშაობს. გარევაჭრობა  მისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ნელი კუჭავა მისი ოჯახის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და  ამბობს, რომ  გარევაჭრობა მისთვის ხელსაყრელი სამუშაო არაა, თუმცა, სხვა გამოსავალი არ აქვს.

"არც ჩვენ გვიხარია ქუჩაში ვაჭრობა", - გვეუბნება ნელი კუჭავა.  

Print