ვიდეო
"სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს" - სოციალურად დაუცველი დების გაჭირვებული ცხოვრება (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს.


მათ სოციალური დახმარება მიმდინარე წლის მარტში მოეხსნათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი ჩამოსული ქულა ფულადი თანხის გაცემას აღარ ითვალისწინებს. უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ კონკრეტული მიზეზის გამოყოფა, რამაც სოციალური შემწეობის მოხსნა გამოიწვია შეუძლებელია, რადგან ქულის საბოლოო გამოთვლაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, როგორიცაა მაგალითად, დაფიქსირებული სხვა საცხოვრებელი ფართი, მიწის ნაკვეთისა და კომუნლაური ხარჯი.

სვეტლანა მჟავია კი პასუხობს, რომ რადგან მათ ბუნებრივი აირი არ აქვთ, ამიტომ ზამთარში დენის გათბობას იყენებდნენ, რაც შეეხება სხვა საცხოვრებელ ფართს, ბინა, რომელიც ნიკეაზე აქვს ახლა მისი შვილი ცხოვრობს, რომელმაც, მისივე თქმით, დედასთან ურთიერთობა გაწყვიტა და არც სახლში უშვებს, ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის შესაძლებლობა კი არ აქვს.

სოციალური შემწეობის მოხსნასთან ერთად მათ ავარიულ და ნახანძარალ სახლში უწევთ ცხოვრება.



სვეტლანა მჟავია ამბობს, რომ  ხანძრისგან დაზარალებულებს ადგილობრივი თვითმმართველომა მხოლოდ 100 ლარით დაეხმარა.


"ჩვენი სახლის ჭერიდან ცა მოჩანს, გვაწვიმს და ზამთარში გვათოვდა".
Print