ვიდეო
უპატრონო ძაღლები ცხოველთა თავშესაფარში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში უმეთვალყურედო დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობის ვალდებულება  ააიპ "სპეციალურ სერვისებს" აქვს. ორგანიზაციის წარმომადგენლებს უპატრონო ძაღლები  ახლადგახნილ თავშესაფარში გადაჰყვთ. ობიექტი 300-მდე ძაღლზეა გათვლილი. "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ ახალ თავშესაფარში ცხოველებს უკეთესად  უვლიან.



ორგანიზაციაში განმარატვენ, რომ თავშესაფარში მოხვედრილი თითოეული ძაღლის მოვლა-პატრონობისთვის ერთ დღეში 4 ლარი იხარჯება.









თავშესაფარში ძაღლები და "ააიპ სპეციალური სერვისების" თანამშრომლები მეგობრობენ.




ქუთაისში, ძაღლთა მუნიციპალური თავშესაფარი მიმდინარე წელს გაიხსნა. შენობაში ასევე, მოწყობილია პირუტყვი სადგომი.

ობიექტი "ააიპ სპეციალური სერვისების" სააგენტოსა და მერიის მხარდაჭერით აშენდა.

ქუთაისში, უმეთვალყურეოდ დატოვებულ ძაღლებზე ზედამხედველობას, "ააიპ სპეციალური სერვისები"  2015 წლიდან ახორციელებს.  


Print