ვიდეო
"მაჟორიტარის ანგარიში" - ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას იწყებს (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" იწყებს ახალ რუბრიკას "მაჟორიტარის ანგარიში"
რუბრიკის ფარგლებში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების  მუშაობას ამომრჩევლები შეაფასებენ.  რას პირდებოდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს, რა შეასრულეს და რა პრობლემები რჩება დღემდე მოსახლეობას?

ქუთაისიპოსტი
"მაჟორიტარის ანგარიშს" კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ.

ქუთაისში სულ ათი სამაჟორიტარო ოლქია.

რუბრიკის პირველი სტუმარია, ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი,  თეიმურაზ ნადირაძე. 

ქალაქ-მუზეუმის ოლქში შემავალი ჩეჩელაშვილის ქუჩის მცხოვრებლები,  რამდენიმე წელია საცხოვრებელი სახლის ამორტიზეული ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ.  დაპირების მიუხედავად,  მათ ეზოში  არც ასფალტი დაიგო, რის შემდეგაც ადგილობრივებმა კორპუსებამდე მისასვლელი გზა საკუთარი სახსრებით მოაწესრიგეს.

იცნობენ თუ არა თავიანთ მაჟორიტარს ქალაქ-მუზეუმის ოლქის მცხოვრებლები  და როგორ აფასებენ მის მუშაობას, ნახეთ  ვიდეოგამოკითხვა:



თემურ ნადირაძე ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.

Print