ვიდეო
"მაქვს უფლება" - ქუთაისელი ბავშვები თავიანთ უფლებებზე (ვიდეოგამოკითხვა)
FaceBook
1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ამ დღეს 1994  წლიდან აღნიშნავენ, როცა ჩვენი ქვეყანა გაეროს  ბავშვთა უფლებების კონვენციას შეუერთდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კონვენცია, რომელიც  1990 წლის 2 სექტემბრიდან მოქმედებს, ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებზე მიუთითებს და ხელმომწერ სახელმწიფოებს არასრულწოვანებზე ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს. 

კონვენციით გათვალისწინებული  ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა  193 ქვეყანას აქვს აღებული, რომელთაგან საქართელო ერთ-ერთია. 

რამდენად არიან ინფორმირებულნი ბავშვები თავიანთ უფლებებზე?  რას თვლიან მათ უფლებად და საიდან აქვთ  ამის შესახებ ინფორმაცია - ამ საკითხზე ქუთაისიპოსტმა ქალაქის მეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოკითხა:  



Print