ვიდეო
ქუთაისში მცხოვრები ოჯახი წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს დაზიანებული კედლის აღდგენას ითხოვს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მცხოვრები ახალაძეების ოჯახი, ამავე ქუჩაზე  წყლის სისტემის  რეაბილიტაციის დროს ეზოს დამცავი კედლის აღდგენას ითხოვს. 





ქუთაისში ვაჟა-ფშაველას და მასთან ერთად კიდევ 4 ქუჩის ბეტონის საფარით კაპიტალური შეკეთების სამუშაოები შპს MJM-მა განახორციელა. ამისთვის კი მერიამ ელექტრონული ტენდერი (SPA130012078) 2013 წლის ივნისში გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 995 702 ლარი გახლდათ. თუმცა, MJM-მა ამ სამუშაოების შესრულებაში მერიისგან 839 999 ლარი მიიღო.

2013-2016 წლებში კომპანია ქუთაისის თვითმმართველობის გამოცხადებულ ტენდერებში აქტიურად მონაწილეობდა. სატენდერო ხელშეკრულებების თანახმად, ამავე პერიოდში შესრულებულ სამუშაოებში კომპანიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 4 479 357 ლარი მიიღო. 

2013 წელს შპს MJM ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში გამოცხადდა გამარჯვებულად, 2014 წელს 3 მათგანში, ხოლო 2015-2016 წლებში მხოლოდ თითო-თითო ტენდერში.

კომპანია საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა სიაშიც მოიხსენიება. 2014 წლის 3 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებისთვის შპს MJM-მა 60 000 ლარი შეწირა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.

რაც შეეხება,  საყრდენი და დამცავი კედლის რეაბილიტაციას, ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში ამისთვის საპეციალური მუხლი არსებობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ფინანსურ დოკუმენტში ამ მიზნით გამოყოფილი თანხები იზრდება. მაგალითად, 2015 წელს მერიამ საყრდენი და დამცავი კედლის რეაბილიტაციისთვის 78 000 ლარი, 2016 წელს 190 000 ლარი, მიმდინარე წელს კი 200 000 ლარი გამოყო.



Print