ვიდეო
მკურნალი უცნობი მღვიმე იმერეთში (ვიდეო)
FaceBook
წყალტუბოდან 9 კილომეტრში, სოფელ ყუმისთავში, რამდენიმე მღვიმეა. აქედან უნიკალური მიკროკლიმატით, საწურბლია გამოირჩევა.

გასულ წელს მღვიმე ჩეხმა მეცნიერებმა შეისწავლეს და მისი სამკურნალო თვისებები დაადგინეს. თუმცა, ამის შესახებ ჯერ მხოლოდ ადგილობრივებმა იციან.

ამჟამად, 200 მეტრის სიღრმის მღვიმე მოუვლელი და მიტოვებულია.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ჩეხები მღვიმეში თანამედროვე სამკურნალო ცენტრის მოწყობას აპირებენ და იმედი აქვთ, რომ საწურბლია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ცნობილი გახდება.


Print