ვიდეო
პენსიის რიგი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ლიბერთი ბანკის მიერ, პენსიონერებისთვის პენსიის ჩარიცხვის შესახებ, სმს შეტყობინების გაგზავნისთანავე, ბანკის ფილიალებთან რიგი დგება. კუთვნილი თანხის ასაღებად პენსიონერებს რიგში დგომა ხშირად საათობით უწევთ.



პენსიონერთა ნაწილი, ბინაზე მომსახურებას ამჯობინებს. თუმცა, ე.წ. გამსვლელ მოლარეს საპენსიო თანხის სახლში მიტანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ პენსიონერს გადაადგილება არ შეუძლია და სახლიდან ვერ გამოდის.

ბინაზე საპენსიო თანხის მიღებამდე კი პენსიონერმა ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა ბანკის ფილიალში განცხადება უნდა დაწეროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს იგი სახლიდან გაუსვლელად კუთვნილი პენსიის მიღებას.

გამსვლელ მოლარეს საპენსიო თანხის ბინაზე მიტანა მაქსიმუმ 8 დღის განმავლობაში ევალება.

საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ბანკს 739 მომსახურების ერთეული აქვს, მათ შორის იმერეთის რეგიონში - 141, ხოლო ქუთაისში 77 ერთეულითაა წარმოდგენილი.

რამდენიმე დღის წინ, პენსისი რიგში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.


Print