ვიდეო
"სასიცოცხლო სივრცეს ითხოვს მოსახლეობა" - გადაცემა
FaceBook
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.

გადაცემის თემაა მშენებლობებს შეწირული ხეები, რასაც თან ახლავს მოსახლეობის პროტესტი.

ქუთაისში ახალი მშენებლობისთვის ნახევარსაუკუნოვანი ხის მოჭრის ფაქტს ადგილი ქონდა რუსთავენლის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ. დაახლოებით ერთი თვის წინ კი მრავალწლოვანი ნაძვის ხეები ნინოშვილის ქუჩაზე მოიჭრა.

ადგილობრივები უკანონობაზე საუბრობენ. ქუთაისის მერია კი იმ კომპანიის წარმომადგენლებს უჩივის, რომელთა გადაწყვეტილებითაც რუსთაველის ქუჩაზე ხე მოიჭრა.

არის თუ არა სასამართლოს გზით ჯარიმის დაკისრება გამოსავალი? რატომ იჭრება ახალი მშენებლობების დროს ქუთაისში ხეები, ვინ არის პასუხისმგებელი მათ შენარჩუნებაზე და რას ითხოვს მოსახლეობა? – აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს გადაცემის სტუმარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე კახა ჩახუნაშვილი. 

Print