ვიდეო
პატარა ტანმოვარჯიშეები დიდი გეგმებით (ვიდეო)
FaceBook
მარიამ ყუფარაძის სახლობის #20-ე  სპორტსკოლაში, ტანვარჯიშის 4 სახეობაში მიმდინარეობს ვარჯიში. სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა და აკრობატიკა ქუთაისში დიდი პოპულარობით სარგებლობს.




ქუთაისში აკაკი ხორავას ქუჩა #1-ში მდებარე სპორტსკოლაში დამწყები სპორტსმენებისთვის სწავლის საფასული 10 ლარია.

აქ მეცადინეობები ყოველდღე საღამოს 20:00 საათამდე მიმდინარეობს.

სპორტსკოლაში ამბობენ, რომ ტანმოვარჯიშეებმა უკვე დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მათი ნაწილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის არის და ისინი ახლა საქართველოს ეროვნულ ჩამპიონატზე ასპარეზობისთვის ემზადებიან.

Print