ვიდეო
"შენი შვილი სცემეს" - ხედვა სამზარეულოდან
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ გადაცემის "ხედვა სამზარეულოდან" მორიგ ჩანაწერს.

გადაცემის მიზანია გავიგოთ, რას ფიქრობენ რიგითი ადამიანები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

"ხედვა სამზარეულოდან" გულისხმობს სხვადასხვა ასაკისა და საქმით დაკავებული ქალბატონის ჩართვას, ისინი სტუდიაში სკაიპის მეშვეობით გვესაუბრებიან.

რატო ქალები? - საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალის როლი სამზარეულოში და ოჯახზე ზრუნვით შემოიფარგლება და მათი შეხედულებები ატუალურ საკითხებზე ნაკლებად ჩანს. ამიტომ, გამომდინარე იქედან რომ ნესმიერი ასაკის და გენდერული ნიშნის მიუხედავად, ჩვენთვის ყველა ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ, რომ ამ გადაცემის ყველა სტუმარი ქალი იქნება.

სწორედ მათი ხედვა სამზარეულოდან შესაძლოა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდეს.

მორიგი გადაცემის თემაა ბავშვთა მიმართ ძალადობა, რასაც ადგილი ქონდა ქუთაისში 17 მაისს. შუახნის ქალბატონმა მცირეწლოვანი ბავშვი სცემა, მის ეზოში ხიდან ტოტის მოტეხვის გამო.

„შენი შვილი სცემეს“ - რა ხდება მაშინ როდესაც ბავშვზე ძალადობენ? რას აკეთებს საზოგადოება და კანონი? - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები, "თაობათა დიალოგის" გენერალური მდივანი, გვანცა თოთაძე და ჟურნალისტი სოფიკო ყანჩაველი.

Print