პოლიტიკა
მივლინებები და ლენტის გაჭრა - როგორ დაამახსოვრდათ ქუთაისის მერი (ვიდეოგამოკითხვა)
FaceBook
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებით, ამ თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიან ვადას დაასრულებს.
ჯერჯერობით, ცნობილი არაა წარადგენენ თუ არა მას მეორედ ქალაქის ხელისუფლების პირველ პირად.

ვის და როგორ დაამახსოვრდება შოთა მურღულია, როგორც ქუთაისის პირველი არჩეული მერი, ამ საკითხზე ქუთაისიპოსტმა ამომრჩევლები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები გამოკითხა.

ნახეთ ვიდეო გამოკითხვა:



შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.

2002-2012 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრში მუშაობდა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობითაც, კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის, ილიას და თავისუფალ უნივერსიტეტებში.

მურღულია ქუთაისის მერად 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი ამომრჩეველთა 50,63%-მა დაუჭირა.




Print