ვიდეო
"რომ ვწვები, ღმერთს ვევედრები არ გამითენოს" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით
FaceBook

ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც ის გმირია.

ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც, ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.

ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი, სოციალურად დაუცველი დევნილი, მარტოხელა რაია ჯეჯელავაა.

ის აფხაზეთიდან დევნილია და უკვე 26 წელია ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობის ერთ ოთახში ცხოვრობს.

რაიას 23 წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და 77 წლის მარტოხელა მოხუცს დამოუკიდებლად გადაადგილება უვე აღარ შეუძლია.

რაია ჯეჯელავას ერთადერთი ქალიშვილი თბილისში ცხოვრობს. რაიას თქმით, ქუთაისში ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია და დევნილთა შემწეობა, რომელიც წამლების საყიდლად ძლივს ყოფნის.

სად და რა პირობებში ცხოვრობს რაია ჯეჯელავა ნახეთ ვიდეო სიუჟეტში:




ამავე თემაზე:

"გაჭირვებაში დიდი ხანია ვარ, მაგრამ არ ვაღიარებდი" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)

"ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო) - ქუთაისიპოსტის ახალი რუბრიკა
Print