ვიდეო
"ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი სიცოცხლისადმი პასუხისმგებლები" - "ხედვა სამზარეულოდან"
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ გადაცემის "ხედვა სამზარეულოდან" მორიგ ჩანაწერს.

გადაცემის მიზანია გავიგოთ, რას ფიქრობენ რიგითი ადამიანები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

"ხედვა სამზარეულოდან" გულისხმობს სხვადასხვა ასაკისა და საქმით დაკავებული ქალბატონის ჩართვას, ისინი სტუდიაში სკაიპის მეშვეობით გვესაუბრებიან.

რატო ქალები? - საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალის როლი სამზარეულოში და ოჯახზე ზრუნვით შემოიფარგლება და მათი შეხედულებები ატუალურ საკითხებზე ნაკლებად ჩანს. ამიტომ, გამომდინარე იქედან რომ ნესმიერი ასაკის და გენდერული ნიშნის მიუხედავად, ჩვენთვის ყველა ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ, რომ ამ გადაცემის ყველა სტუმარი ქალი იქნება.

სწორედ მათი ხედვა სამზარეულოდან შესაძლოა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდეს.

მორიგი გადაცემის თემაა დაუცველი უსაფრთხოება. 

გადაცემის სტუმრები არიან - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე და ჟურნალისტი ია იაშვილი.

Print