პოლიტიკა
პოლიტიკური სამზადისი არჩევნებისთვის ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან.




ანალოგიურად, ამ დროისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს ქუთაისში მოქმედ სხვა ოპოზიური პარტიებშიც. ყველა მათგანში განმარტავენ, რომ მერობის და საკრებულოს წევრობის საკუთარ კანდიდატებს მომავალ თვეში დაასახელებენ.




ამ სამზადისის გარდა, პოლიტიკურ პარტიებში არჩევნებზე დამკვირვებელთა კანდიდატურების შერჩევას, აქტივისტებთან მუშაობას და ოფისების საარჩევნო რეჟიმში მობილიზება მიმდინარეობს.

ქუთაისში 10-მდე ოპოზიციური პარტიაა. აქედან, ამ დროისთვის ოფისი მხოლოდ "ლეიბორისტულ პარტიას" არ აქვს. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ არჩევნებამდე ოფისი ექნებათ.

არჩევნებისთვის ახლი ოფისიდან მოემზადებიან "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციაში. მათ ადგილმდებარეობა შეიცვალეს და ავტოქარხნის დასახლებიდან ქალაქის ცენტრალურ უბანში გადმოინაცვლეს. პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შიდა კონსულტაციები არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ იმერეთის მუნიციპალიტეტებში წარსადგენ კანდიდატებზე მიმდინარეობს. ამ მიზნით "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ოფისში პატიის ლიდერი, კახა კუკავა რეგიონის წარმამადგენლებს შეხვდა.

ოფისები არ შეუცვლიათ "პატრიოტთა ალიანსისა" და "დემოკრატიული საქართველოს" ადგილობრივ ორგანიზაციებს. სხვა პარტიების მსგავსად, ისინიც ამ ეტაპზე კონსულტაციების რეჟიმში არიან.
საარჩევნო პროცესს შეცვლილი ადგილმდებარეობიდან წარმართავს პოლიტიკური ცენტრი "გირჩი", ხოლო "ევროპული საქართველოს" ადგილობრივ ორგანიზაციას, რომლისთვისაც მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნები პირველია, ახალი ოფისი აქვს.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ადგილმდებარეობას არ შეიცვლიან, თუმცა გასული წლის მსგავსად, ძირითადი ოფისის გარდა, საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის დამატებითი შენობის დაქირავება მოუწევთ.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, კანდიდატებზე კონსულტაციები მომავალი თვიდან დაიწყება, ხოლო მათი წარდგენა ივლისში ან აგვისტოში მოხდება.


Print