ვიდეო
დაუცველი უსაფრთხოება და "შანტაჟის სუნი" სამუშაო ადგილებზე (გადაცემა)
FaceBook
"ქუთაისიპოსტის სტუდია" წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.

გადაცემის თემაა შრომის უსაფრთხოება, რომლის დაუცველობით, ტყიბულში, 9 მაისს, სამუშაო პროცესის დროს 4 მეშახტე დაუღუპა.

ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველწლიურად მზარდია, რასაც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ, რადგან სამუშაო პირობების შემოწმება დღესდღეობით სავალდებულო არ არის.

ტყიბულში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც 11 მაისს გახდა ცნობილი, საქართველოში შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონიტორინგის ჯგუფი იქმნება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფი ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება 11 მაისს "შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.

რა ხდება დღეს ტყიბულის შახტაში და სხვა საწარმოებში, როგორ პირობებში მუშაობენ იქ დასაქმებულები, რას და როგორ შეცვილს მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა და რა მოთხოვნები აქვთ პროფკავშირებს? – აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს გადაცემის სტუმარი, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე.

Print