ვიდეო
"პენსიით ოჯახის რჩენა ძალიან რთულია" - „ჩემი ხმა თვითმმართველობას“ (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი"  აგრძელებს  რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი გააჟღერონ თავიანთი პრობლემები და მათთვის საინტერესო საკითხები.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება ვიდეო ჩანაწერების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

***
რუბრიკის მორიგი სტუმარია ქუთაისში მცხოვრები პენსიონერი, რომლის ერთადერთი შემოსავალი ასაკობრივი პენსიაა, რაც მისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად საკმარისი არ არის.

დღის განმავლობაში მას რამდენიმე სახეობის წამალი ესაჭიროება, თუმცა, ამბობს, რომ უსახსრობის გამო ხშირად უწევს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის სხვა, შედარებით დაბალი ხარისხის წამლით ჩანაცვლება.

როგორ უმკლავლდება ყოველდღიურ გამოწვევებს ქუთაისელი პენსიონერი, ნახეთ ვიდეო:


Print