ვიდეო
მხატვარ ირმა კუხიანიძის ბროწეულისფერი სამყარო (ვიდეო)
FaceBook
ბროწეულები, უცნაური ქალაქები, უცხო სამოთხეები - მათი ნახვა მხატვარ ირმა კუხიანიძის ნახატებში შეიძლება.

ნახატებში, რომელთაც სახელები არ ქვიათ - მხატვარი საკუთარ ტილოებს არ ასათაურებს და ამ როლს დამთვალიერებელს ანდობს.

სწავლობდა ქუთაისის სამხატვრო სკოლაში და თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ამის შემდეგ ქუთაისში მუშაობს, ამ სივრცეში ქმნის თავის ტექნიკურად სრულყოფილ და მიმზიდველ ფერწერას, რომელიც უკვე საქართველოს გარდა უცხოეთშიც იფინება.

ირმას 2016 წელს იტალიაში ჰქონდა გამოფენა 6 ქართველ მხატვართან ერთად. მანამდე საბერძნეთში მიიღო ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობა.

როგორია ირმა კუხიანიძის ბროწეულისფერი სამყარო, ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეო:


Print