ვიდეო
"გვირილობა 2017" მუხნარის ტყეში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშვნა მუხნარის ტყე-პარკში გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა.
ასევე, იმერეთის ყველა რაიონის წარმომადგენლებმა, თავიანთი ტრადიციული კულტურულ-შემოქმედებითი ნიმუშები წარმოადგინეს.
თუ როგორ აღნიშნეს გვირილობა მუხრანის ტყე-პარკში ნახეთ ვიდეო:




ქუთაისში "გვირილობა" მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაულია. ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედო.


Print