ვიდეო
მებაღე, რომელიც 44 წელია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ რუბრიკას „უჩინარი პროფესიები“, რომლის მიზანია არაპოპულარული, თუმცა ძალიან საჭირო პროფესიების წინ წამოწევა, მათ როლზე მნიშვნელობის ხაზგასმა და პოპულარიზაცია.

რუბრიკის ფარგლებში მასალა მომზადდება თვეში ერთხელ.

რუბრიკის პირველი სტუმარია ლუიზა გორგოძე, რომელიც 44 წელია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს.

ყვავილების განყოფილების ხელმძღვანელი ბაღში სახვადასხვა ჯიშის მცენარეებს უვლის.

ამბობს რომ მისი საქმე რთული და შრომატევადია, თუმცა ყველა სხვა პროფესიისგან გამოარჩევს.

როგორია ლუიზა გორგოძის მუშაობის ერთი დღე ქუთაის ბოტანიკურ ბაღში, ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:

Print