ვიდეო
ქუთაისელი საჯარო მოხელეები ეთიკისა და ქცევის წესებზე (ვიდეოგამოკითხვა)
FaceBook
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საჯარო მოხელეებს ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვა მოუწევთ.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2017 წლის 20 აპრილს გამოიცა. მას ხელს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

დადგენილების თანახმად, საჯარო მოსამსახურე თანამშრომლებთან ურთიერთობისას კორექტული და თავაზიანი უნდა იყოს, თავიდან აირიდოს მათთან მიმართებაში სამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი, ხოლო ამ წესების დარღვევის გამოვლენისას ბოდიში მოიხადოს.

როგორ აფასებენ ქუთაისის საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ეთიკისა და ქცევის წესების შესახებ პრემიერის დადგენილებას, ნახეთ ქუთაისიპოსტის გამოკითხვაში: 



ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას არაერთხელ ჰქონია ადგილი. ნახეთ საკრებულოს დეპუტატების ჩხუბი ქუთაისიპოსტის არქივიდან:

იხილეთ არქივის კადრები:


Print