ვიდეო
გარემოვაჭრეთა პროტესტი და ქუთაისის მერიის გეგმა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით გარევაჭრობის აკრძალვა დაიწყო. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, 24 აპრილს გარემოვაჭრეთა დახლებისგან ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. კეჩის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გაათავისუფლეს.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ გარემოვაჭრეს, რომელიც  სამსახურის თანამშრომლებს არ დაემორჩილება,  საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს,   თუმცა, კეჩის ბაზრობაზე დღეს პატრულის თანამშრომლები არ გამოჩენილან.

ქუთაისის მერია გარემოვაჭრეთა მაგიდების აღებას ქალაქის ყველა ბაზართან აპირებს.

ჭავჭავაძის შემდეგ,სავაჭრო დახლების დემონტაჟს ადგილობრივი თვითმმართველობა ფალიაშვილის, ბუხაიძისა და  ბუკიას ქუჩებზე გეგმავს.    

ქუთაისის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს სხვადასხვა ბაზარში სთავაზობს, თუმცა, ისინი შიდა ბაზრებში  ყოველდღიურად მაღალი გადასახადის მოტივით,  შეთავაზებაზე უარს ამბობენ.

გარემოვაჭრეთა პროტესტი და ქუთაისის მერიის გეგმა, ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეოსიუჟეტში: 





რეზი ბურჯანაძე
Print