ვიდეო
„ჩემი ხმა თვითმმართველობას“ - ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას იწყებს (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" იწყებს ახალ რუბრიკას - „ჩემი ხმა თვითმმართველობას“. რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი გააჟღერონ თავიანთი პრობლემები და მათთვის საინტერესო საკითხები.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება ვიდეო ჩანაწერების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

*** 

რუბრიკის პირველი სტუმარები არიან ქუთაისში მცხოვრები სოფიო ცხადაძე და ნაზი მოდებაძე.

სოფიო ცხადაძე თამარ მეფის ქუჩაზე დენისა და წლის გარეშე უკვე 7 წელია ცხოვრობს. მისი თქმით, სასმელი წყალი მეზობლების სახლებიდან მოაქვს, სხვა საჭიროებისთვის კი წვიმის მოსვლას ელოდებიან.

"სანთლით ვეძებთ ტანსაცმელს, ანდა საღამოს რომ შემოვდივარ გვიან, ვაწყობ ერთად რომ დილას არ დამჭირდეს ძებნა", – ამბობს სოფიო ცხადაძე. 

მეორე სტუმარი კი აფხაზეთიდან დევნილი, ასათაიანის ქუჩაზე, სასტუმრო "თბილისში" მცხოვრები, ნაზი მოდებაძეა.

მას სხვა დევნილებთან 24 წელია გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. მათ საცხოვრებელ სახლში არ არის ბუნებრივი აირი, რის გამოც დევნილებს ზამთარში შეშაზე ან დენზე გათბობა უწევთ.

"ამის გამო ძალიან ბევრი გადასახადი გვაქვს. აგრეთვე, ძალიან რთულია ერთ ოთახში გქონდეს სამზარეულოც, საწოლიც, იყოს სტუმარიც და მასპინძელიც", –ამობს ნაზი მოდებაძე.

ნახეთ ვიდეო:

Print