ვიდეო
პასუხობენ თუ არა დეპუტატები მოქალაქეების ზარებს - "ზარი მაჟორიტართან" (ვიდეო)
რამდენად პასუხობენ ქუთაისში უბნის მაჟორიტარი დეპუტატები ამომრჩევლების მოულოდნელ ზარებს და რას პასუხობენ მოქალაქეებს სატელეფონო საუბრისას. ნახეთ "ქუთაისიპოსტის" ახალ რუბრიკაში "ზარი მაჟორიტართან".
რუბრიკის ფარგლებში ვიდეომასალას ორ კვირაში ერთხელ (ოთხშაბათს).
რუბრიკის პირველი ზარი საფიჩხიის სამაჟორიტარო ოლქის  დეპუტატთან, ნიკოლოზ ლატარიასთან განხორციელდა. ნახეთ ვიდეო:



ქუთაისში სულ 10 სამაჟორიტარო ოლქია. შესაბამისად, 25 წევრიან საკრებულოში 10 მაჟორიტარი დეპუტატია.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქუთაისის საკრებულოში 10-ვე მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.
თეკლე მორგოშია
Print