ვიდეო
ინდიელების შოუ ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ეკვადორელმა ინდიელებმა შოუ მოაწყვეს.

ეგზოტიკურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა ქუთაისელების ყურადღება ადვილად მიიქციეს. ხალხი მათ გარშემო მალე მოგროვდა.

უცხოელმა ქუჩის მუსიკოსებმა თავიანთი ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. იქვე შეგროვილ მაყურებლებს ინდიელების მუსიკის მოსმენა და ნივთების შეძენა შეეძლოთ. სამხრეთ ამერიკელი მუსიკოსები თავიანთ CD დისკებს, ხელნაკეთ სამკაულებსა და სხვადასხვა სუვენირებს ყიდდნენ.

ეკვადორელი ინდიელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგაზურობენ. ისინი საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს მუსიკალურ შოუსა და ნივთების შეძენას სთავაზობენ. მათი ბოლო გაჩერება ქუთაისი იყო. ამის შემდეგ ინდიელები საქართველოს დატოვებენ.

ნახეთ ვიდეო:

Print