ვიდეო
თამბაქო დახლებზე არახილული ორ წელიწადში გახდება (ვიდეო)
FaceBook
საკანონმდებლო ცვლილებით რეალიზაციისას თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება იკრძალება.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის ავტორების აზრით, პრევენციული ზომები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა მიმართული.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ჩვენთან საუბარში ვარაუდობს, რომ ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი მაისის ბოლოს დაამტკიცებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეებში მოწევა სრულად ან ნაწილობრივ 2017 წლის 1 ივლისიდან, თამბაქოს ნაწარმის ხილულად რეალიზაცია კი ორი წლის შემდეგ იკრძალება.

გიორგი ბახტურიძის განმარტებით კანონის ძირითადი მუხლები ძალაში 2018 წლიდან შევა.





Print