ვიდეო
ქართული ანბანის "მეჩუქურთმეები" (ვიდეო)
FaceBook
39 წელია საქართველოში 14 აპრილს ქართული ენის დღეს აღნიშნავენ. ის სახელმწიფო ენად კონსტიტუციურადაა გამოცხადებული.

ქართული ენა და ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია.

ქართულ ანბანის პოპულარიზაციის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მცხოვრებმა 80 წლის ვასილ ცხადაბერიძემ, საკუთარი ხელით 4 მეტრიანი ანბანის სტელა გააკეთა.

წერეთლის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა და კალიგრაფმა, ფიქრია ჭაბუკიანმა კი საკუთარი შრიფტი შეიმუშავა.

ნახეთ ამ თემაზე ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული სპეციალური სიუჟეტი:


Print