ვიდეო
"გაჭირვებაში დიდი ხანია ვარ, მაგრამ არ ვაღიარებდი" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)
FaceBook

ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც ის გმირია. ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.


ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ციალა ახალაძეა. 

60 წლის ციალა ახალაძე,  ქუთაისში ახალგაზრდობის მე-13 შესახვევის # 10-ში ცხოვრობს. ის 10 წელზე მეტია მარტოა. მის მძიმე სოციალურ ფონს, ჯანმრთელობის გაუარესებაც ემატება. რის გამოც, სხვისი დახმარების გარეშე საკვების ყიდვასაც ვერ ახერხებს.

ამიტომაც  ციალასთვის საჭმელი  სახლში  მადლიერების სახლის წარმომადგენლებს თავად მიაქვთ. ამ სახლის წარმომადგენელმა უკვე მიუტანა სააღგომო ნობათი, რომელიც  ადგილობრივი ხელისუფლებისგან ერგო.

ციალა ამბობს, რომ მისთვის  ერთჯერადად მიღებული სადღესასწაულო სურსათი  სოციალურად დაუცვლობისგან ყოველთვიურად განსაზღვრულ 60 ლარს დაუზოგავს. ამ ფულით კი წამლებს იყიდის.    
.
სად  და რა პირობებში  ცხოვრობს ციალა ახლაძე ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:



ასევე ნახეთ: "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო) - ეთერ სიდიანი
Print