ვიდეო
82 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ქუთაისიდან (ვიდეო)
FaceBook
ნოდარ სარჯველაძე,  სპორტის ამ სახეობით გატაცებული ბავშვობიდან იყო.

იხსენებს, რომ მისი ფეხბურთელობის იდეა თავიდან დედამისს არ მოსწონდა, თუმცა სურვილი იმდენად ძლიერი ქონდა, მაინც თავისი გაიტანა.

როგორ იხსენებს იმ პერიოდს 82 წელის ვეტერანი ფეხბურთელი და რა განცდები აქვს დღეს? - ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:




ნოდარ სარჯველაძე პროფესიით მექანიზატორია. წარმოშობით ბორჯომიდანაა.

1954 წელს სამხედრო სამსახური ქუთაისში მოუწია. შემდეგ კი ქუთაისში დაოჯახდა და საბოლოოდ აქ დამკვიდრდა. 1954 წლისთვის ის თბილისის დინამოს კადრი იყო. თუმცა, ჯარიდან ქუთაისის დინამოშიც ათამაშებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან შემოთავაზებები ჰქონდა, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, მან ტორპედოში დაიწყო მოღვაწეობა.

1956 წლიდან კი ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური წევრია და 1966–წლამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას.
Print