ვიდეო
სააღდგომო სამზადისი და ამორტიზებული გზები ქუთაისის სასაფლაოებზე (ვიდეო)
FaceBook
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის 13-ივე საქალაქო სასაფლაოზე, დასუფთავების სამუშაოები  მიმდინარეობს.
სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ  ორგანიზაციაში შპს "ქართული ტრადიციები 2011"  ამბობენ, რომ აღდგომამდე ყველა სასაფლაო მოწესრიგდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ქალაქის რამდენიმე სასფლაოზე ამ დრომდე არის მისასვლელი გზების პრობლემა. 

ავტოქარხნისა და ავანგარდის სასაფლაოებზე არც ერთ მისასვლელ გზაზე არ არის ბეტონის საფარი,  ძელქვიანის მუნიციპალიტეტში კი ადგილობრივები წლებია სასაფლაოს ღობის შეკეთებას ითხოვენ. 

შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის დირექტორის მოადგილის, გოჩა მარგველაშვილის განმარტებით, ავტოქარხნის სასაფლაოზე გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა მომავალ წელს მოხდება, ავანგარდის სასაფლაოზე კი მისასვლელი გზების რეაბილიტაცია 2019 წლამდე არ იგეგმება.

რაც შეეხება ძელქვიანის სასაფლაოზე ღობის შეკეთებას, გოჩა მარგველაშვილი ვერ აკონკრეტებს როდის მოგვარდება ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემა. 

სააღდგომო სამზადისი და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ქუთაისის სასაფლაოებზე, ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეოსიუჟეტი: 



შპს "ქართული ტრადიციები 2011" მოსახლეობას მოუწოდებს,  აღდგომის დღესასწაულზე,  სასაფლაოებზე არ დაყარონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
Print