ვიდეო
ტროტუარები - ქვეითების პრობლემა ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ქვეითებს წლებია გადაადგილება მოუწესრიგებელ ტროტუარებზე უწევთ.
ზოგიერთი მათგანი გასულ წელს წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს, ნაწილი კი წლების განმავლობაში უყურადღებობამ დააზიანა.

როგორ ტროტუარზე გადაადგილდებიან ქუთაისში ქვეითები ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:



ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ წელს ტროტუარები რამდენიმე ქუჩაზე მოეწყობა, მომავლი წლიდან კი მათი აქტიური რეაბილიტაცია იგეგმება.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკური ბაღამდე და ახალგაზრდობის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტიციისთვის ტენდერები უკვე გამოცხადდა.

ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე ბეტონის დეკორატიული ფილებით ტროტუარის მოწყობას შპს "არადანი" 140 945 ლარად შეასრულებს.
Print