ვიდეო
ქუთაისელები სიგარეტის მოწევის შესაძლო გამკაცრებაზე - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
საქართველოში თამბაქოს მოწევა შესაძლოა გამკაცრდეს. პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო შესაბამისი კანონპროექტი. მისი ინიციატორი გუგული მაღრაძეა, ხოლო დოკუმენტის ავტორი თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი გახლავთ.

როგორ აფასებენ ქუთაისელები მოწევის  შესაძლო აკრძალვას ნახეთ ვიდეოსიუჟეტი: 



კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სიგარეტის მოწევა 2018 წლის 1 ივლისიდან მოწევა სრულად აიკრძალება: კაფე-ბარებში; რესტორნებში; სხვა ადგილებში,სადაც ადამიანები იკვებებიან; სასტუმროებში (სასტუმროების ნომრების 50%-ში მოწევა უკვე 2018 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება)
კაზინოებში; სილამაზის სალონებში; მაღაზიებში; სავაჭრო ობიექტების შენობებში;

კერძო ოფისებში; ქარხნებში, ფაბრიკებსა და სახელოსნოებში; საწყობებში; ტერმინალებში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის – გემებზე, კატერებსა და ნავებზეც. სტადიონებზე (სტადიონებისთვის გათვალისწინებულია განსაკუთრებული რეგულაცია – მოწევა შესაძლებელი იქნება ტერიტორიის 50%-ზე, მაგრამ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფენ მწეველების იზოლაციას არამწეველებისგან).

Print