ვიდეო
ქუთაისის მატიანე ფოტოებში და გულთამპყრობელი ქუთაისელი ბანოვანი (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისელი ქალბატონები - ამ სახელწოდების გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო -კინო მატეანეს მუზეუმში შეუძლია.

საგამოფენო დარბაზში მე-19 - მე-20 საუკუნის ქუთაისში მცხოვრები ქალების ფოტოებია წარმოდგენილი. ისინი 10-15 წლის განმავლობაში გროვდებოდა.
სხვადასხვა ასაკის ქალები მათი დროისთვის ნიშნეული სიმშვიდით იმზირებიან შავ-თეთრი ფოტოებიდან. ამ ქალების ნაწილი უცნობია, ნაწილის ფრაგნეტული ბიოგრაფია კი შემორჩა მატეანეს არქივებს. თუმცა ამ ქალებიდან ყველაზე შთამბეჭდავი ბიოგრაფიით ჰერცოგი ოლდენბურგის გულთამპყრობელი აგრაფინა ჯაფარიძის ისტორიაა.


ფოტო კინო მატეანეს მუზეუმი ქუთაისში1993 წელს დაარსდა. შენობამ რამდენჯერმე იცვალა ადგილი, 2016 წელს კი ნიუპორტის #7-ში დაფუძნდა.

მუზეუმის ფონდში დაცულია 3132 ფოტო და 31071 ფოტონეგატივი, ასევე კინომასალები, რომლებზეც გასული საუკუნის  50-70 წლების ქუთაისის კადრებია ასახული.

ყველა ეს მასალა მხოლოდ ქუთაისს ეხება.

ყველზე ძველი ფოტო 1870 წლით თარიღდება. ისინი ქუთაისის იმ სახეს, იმ უკვე გამქრალი შენობების ისტორიებს ინახავენ, რომლებიც აღარც ქალაქს და არც ადამიანების მახსოვრობას არ შემორჩა.




მუზეუმში გამოფენებს სისტემატურად აწყობენ.

ფოტო კინო მატეანეს მუზუმში არსებობის მანძილზე 70-ზე მეტი თემატური თუ პერსონალური გამოფენა მოეწყო.

Print